როგორ გავაკეთოთ კონვერტი 2x CD დისკისათვის

ხშირად დისკების სიმრავლის, ბუდეების ან კონვერტების სიმრავლის გამო შედეგად ვიღებთ გაჩხაპნილ და დაზიანებულ დისკებს. ამიტომ შესანახის არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მარტივად, საკუთარი ხელებით გააკეთოთ ქაღალდის CD/DVD დისკის ჩასადები. იმედი მაქვს, რომ ეს ინსტრუქცია შეძლებს ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარებას.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- А4 ფორმატის ფურცელი
- ხელი ( სასურველია 2)
- თვალი 1 ან 2
საფეხურები
- 1 ეტაპებს შორის ყველა რთულია პირველი - საჭიროა ფურცელი გავყოთ ზუსტად დიაგონალის მიხედვით.
- 2 ვყოფთ შუაზე.
- 3 ვხსნით და ვკეცავთ მითითებულ კუთხეებს ისე, რომ ნაკეცებს შორის მანძილის იყოს არანაკლებ 12 სანტიმეტრისა (დისკის დიამეტრი).
- 4 ვკეცავთ მითითებულ კუთხეებს.
- 5 ფრთხილად ვათავსებთ ერთ კუთხეს მეორეში.
- 6 კონვერტი მზადაა. ასეთ კონვერტში გამორიცხულია დისკების ერთმანეთთან შეხება და ასევე ის საკმაოდ საიმედოა ტრანსპორტირების დროს.