როგორ დავიცვათ ნაყოფი - rogor.ge

როგორ დავიცვათ ნაყოფი

 

დაკონსერვებული საკვები ერიდეთ ნახევარფაბრიკატ საკვებს, მაგალითად, კონსერვებს. ასეთ საკვებში ხშირად უმატებენ შაქარსა და მარილს. ეს საკვები შეიძლება შეიცავს ბევრ ცხიმს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს და საღებავებს. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები და აირჩიეთ უდანამატო საკვები.

 

მზა, გაყინული კერძები ერიდეთ სასადილოს ცხელ კერძებსა და სუპერმარკეტის წინასწარ მომზადებულ კერძებს. ეს კერძები შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, რომლებიც შესაძლოა ბავშვზე გადავიდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

 

ყველი არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები, აგრეთვე რბილი, დაძველებული ყველი, რომელიც მზადდება როგორც პასტერიზებული, ისე არაპასტერიზებული რძისგან, შეიძლება სახიფათო იყოს ლისტერიოზის გამო. ამიტომ, სჯობს ერიდოთ.

 

ალკოჰოლი ორსულობის დროს მიღებული ალკოჰოლი პლაცენტას გაივლის, ნაყოფის სისხლს შეერევა და ავნებს მას. ამიტომ ალკოჰოლზე უარი თქვით. ლუდი, ლაგერი და ვითომდა უალკოჰოლო ან ალკოჰოლის მცირე შემცველობის ღვინოც კი შეიძლება შეიცავდეს საწარმოო დანამატებსა და ქიმიკატებს.

 

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები გრძელჯაჭვიანი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები არსებითია ბავშვის ტვინის, ნერვული სისტემისა და თვალის ბადურის ჩამოსაყალიბებლად. ნაყოფი ამ მჟავებსაც პლაცენტის საშუალებით დედისგან იღებს, დაბადების შემდეგ კი დედის რძიდან. ცხიმიანი თევზი, მაგალითად, ორაგული და ეს სახეობები შესაძლოა მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავდეს. ამიტომ გირჩევთ, კვირაში მხოლოდ ორჯერ ჭამოთ. უნდა ერიდოთ დიდ მტაცებელ თევზებსაც, მაგალითად, ხმალთევზას. ის შეიძლება ვერცხლისწყალს შეიცავდეს. ასეთი ცხიმების კიდევ ერთი წყაროა: ნიგოზი, მარცვლეული, დაღერღილი ბურღულეული და მუქმწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული.

 

ყავა, ჩაი და ცხელი შოკოლადი კოფეინმა, რომელსაც ყავა, ჩაი და შოკოლადი შეიცავს შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის ზრდას , თუ მას დიდი რაოდენობით მიიღებთ. ეცადეთ, დღის განმავლობაში არ დალიოთ კოფეინის შემცველი ყავის სამ ფინჯანზე მეტი, ხოლო თუ თავის შეკავება შეგიძლიათ, საერთოდ ნუ დალევთ. ამის ნაცვლად მინერალური წყალი სვით.

 

შაქარი შაქრის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ნამცხვრები, გალეტები, ხილფაფა და გაზიანი სასმელები - მცირე კვებითი ორსულობისას, სამაგიეროდ, შეიძლება ორსულობისას წონა მოგემატოთ.

 

გენმოდიფიცირებული საკვები ამჟამად არ არსებობს იმის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი, რომ გენმოდიფიცირებული საკვები უსაფრთხოა. თუმცა, ვერც იმას დავამტკიცებთ, რომ ასეთი საკვები თქვენთვის ან თქვენი ნაყოფისთვის მავნებელია. გენური ინჟინერია არ არის ზუსტად განსაზგვრული პროცესი. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ჩანერგილი გენი ზეგავლენას არ მოახდენს სხვა გენებზე, ან ზუსტად ისეთი ეფექტი ექნება, როგორიც მოსალოდნელია. ბევრ ბოსტნეულს, მაგალითად, კარტოფილსა და პომიდორს, შხამიანი წინაპრები ჰყავდა. ის ფაქტი, რომ დღევანდელი კარტოფილი შხამიანი არ არის, იმას როდი ნიშნავს, რომ მან დაკარგა ტოქსიკურობის განმსაზღვრელი გენი- უბრალოდ, ეს გენი დღეს გამოხატული არ არის. ალბათ, მეცნიერებს დიდი დრო სჭირდებათ, სანამ დარწმუნებით ეცოდინებათ, უსაფრთხოა თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები. ამიტომ უმჯობესია თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და მოერიდებით.