როგორ ვივარჯიშოთ ორსულობის დროს - rogor.ge

როგორ ვივარჯიშოთ ორსულობის დროს

 

თუ სპორტს წინათაც მისდევდით, შეგიძლიათ გააგრძელოთ, თუმცა რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოთ:

 

ფიტნესში წარმატების მიღწევას მაინცდამაინც ორსულობის დროს ნუ მოინდომებთ. ივარჯიშეთ მსუბუქად. თუ გსურთ იარეთ ცეკვის გაკვეთილებზე ან სპორტულ დარბაზში, ხოლო მასწავლებელს გააგებინეთ, რომ ორსულად ხართ.

 

იმდენს ნუ ივარჯიშებთ, რომ ქოშინი დაგეწყოთ.

 

ერიდეთ სპორტის იმ სახეობებს, სადაც შეიძლება მუცლის ტრამვა მიიღოთ. ცხენოსნობას, თხილამურებზე სრიალს და წყლის თხილამურებს.

 

განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით პირველ კვირებში და ორსულობის დასასრულს, რათა მყესები არ დაგეჭიმოთ.

 

ცურვა პიზიკური დატვირთვის საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა. წყალი სხეულს დაზიანებისგან იცავს.