როგორ დავამზადოთ ქათმის ბულიონი კლეცკებით (A LA SOLFERINO)

ქათმის ბულიონი კლეცკებით (A LA SOLFERINO) -ს მომზადების ინსტრუქცია.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ქათმის ბულიონი 1.7 ლიტრი
- ფქვილი 225 გრ
- მარილი 1/2 სადილის კოვზი
- ზეთი 25 გრ + ცოტა შეწვისთვის
- კვერცხი 2 ცალი ცოტათი ათქვიფეთ
- სლივკი (ნაღები) 150 მლ
საფეხურები
- 1 გააცხელეთ ქათმის ბულიონი ან წვნიანი ქვაბში, მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე.
- 2 ჯამში გააერთიანეთ მარილი და ფქვილი. გააკეთეთ შუაში ჭა და დაამატეთ გამდნარი კარაქი, კვერცხი და ნაღები. მოზილეთ რბილი, წებოვანი ცომი.
- 3 გაადნეთ კარაქი ქვაბში სქელი ფსკერით. დაისველეთ წყალში ხელები და დაამრგვალეთ პატარა ბურთულები.
- 4 დაამტეთ ბურთულები ქვაბში, პერიოდულად დაისველეთ ხელები, რადგან ცომი არ მოგეწეპოთ. შეწვით მანამდე სანამ ოქროსფერს არ მიიღებს 5 წუთის განმავლობაში, გადააბზრიალეთ ჩანგლის დახმარებით და კოვზის. ამ ცომიდან უნდა გამოვიდეს დაახლოვებით 60 პატარა ბურთულა.
- 5 გააშრეთ ბურთულები ქაღალდის პირსახოცებზე და დაამატეთ წვნიანში. დაასხით ბულიონი და პირდაპირ მიართვით.