
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ტყემალი 1 კგ.
საფეხურები
- 1 მწიფე ტყემალი მოვხარშოთ, ვადუღოთ 5 წუთი, გადავწუროთ და გავხეხოთ საწურზე. იმ შემთხვევაში, თუ გაციებული მასა შესქელდა, დავუმატოთ თავისივე წვენი იმდენი, რომ მივიღოთ საშუალო სისქის ფაფისებური მასა.
- 2 ხის ფიცარზე გადავაკრათ ცელოფნის აპკი და მიღებული მასა ხის კოვზით თანაბრად გავანაწილოთ ზედაპირზე 1/5 სმ სისქეზე. გავაშროთ მცხუნვარე მზეზე და პერიოდულად გადავაბრუნოთ სრულ გაშრობამდე.
- 3 მშრალი ტყლაპის ფირფიტები გადავახვიოთ და შევინახოთ მშრალ ადგილას. იგივე წესით შეიძლება სხვა ხილის ტყლაპის მომზადება ( მაგ: ღოღნაშოს, მსხლის, ქლიავის, ვაშლის ან მაყვლის).
- 4 სიტკბოს მომატების მიზნით, შეგიძლიათ დაამატოთ ტყლაპს შაქრის ფხვნილი. არომატისთვის ხილის ხარშვის დროს შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი კონიაკი.
- 5 შეიძლება ტყლაპის მასაში მწვანილის, ნივრის, წიწაკის და სუნელების დამატებაც.