
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- გაწურული მაწონი 1/2 ქილა
- ატამი 2 ცალი.
- ნიგოზი 20 გრ.
- ქიშმიში 20 გრ.
- შაქარი
- ვანილი
საფეხურები
- 1 მაწვნის გასაწურად გამოიყენეთ მარლის ნაჭერი გადაკეცილი ოთხ ან ხუთ ფენად. ჩაასხით მაწონი მარლაში, შეუკარით პირი და ჩამოკიდეთ რამე ჭურჭლის თავზე. შეგიძლიათ შეიძინოთ გაწურული მაწონი მაღაზიაში.
- 2 მაწონს დაამატეთ შაქარი, ვანილი, ქიშმიში, პატარა კუბებად დაჭრილი ატამი და ნიგვზის ლებნები.
- 3 გადაიღეთ მაწვნის დესერტი პორციულ ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში. ეს დესერტი ინახება 2-3 დგის განმავლობაში.