
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ფქვილი 2 ჩ.ჭ.
- ერბო 1 ჩ.ჭ.
- შაქარი 1 ჩ.ჭ.
- შაქრის ფხვნილი (პუდრა) 3 ს.კ.
- დარიჩინი 1 ჩ.კ.
- კვერცხის გული 1 ცალი.
საფეხურები
- 1 ერბო მოათავსეთ თბილ ადგილას დასარბილებლად. დარბილებისთანავე ათქვიფეთ ერბო და შაქარი ერთად. შაქარი კარგად უნდა გაიხსნას. დაამატეთ კვერცხის გული და კიდევ ათქვიფეთ.
- 2 შემდეგ დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომისგან გააკეთეთ ნავისებური ფორმის შაქარლამები და მოათავსეთ ცხელ ღუმელში, 180 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
- 3 შაქარლამა გამოიღეთ, გააცივეთ და მოაყარეთ ერთმანეთში შერეული შაქრის ფხვნილი და დარიჩინი.
გაფრთხილებები
- შქარის ფხვნილი არ მოაყაროთ ცხელ შაქარლამას რადგან ის დადნება და არ გამოჩდება.