
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბადაგი 2 ლ.
- ფქვილი 400 გრ.
- ნიგოზი 50 გრ.
საფეხურები
- 1 ბადაგი არის დუღილის შედეგად მიღებული გასქელებული ყურძნის წვენი. ცხელი ბადაგი შეგიძლიათ ჩაასხათ ხუფიან ჭურჭელში და შეინახოთ თბილ ადგილას.
- 2 თათარას ან ფელამუშის მოსამზადებლათ, გაცერით ფქვილი. გახსენით ფქვილი ბადაგით ისე, რომ არ ჰქონდეს კოშტები. ადუღეთ თათარა დაბალ ცეცხლზე მასის გასქელებამდე.
- 3 თათარა ჩამოასხით თეფშებზე და მოათავსეთ მაცივარში. მომზადებული თათარა მორთეთ ნიგვზის ლებნებით.
გაფრთხილებები
- გაითვალისცინეთ, რომ თათარას მასა სქელდება გაციებისას.
- თუ გამოიყენებთ სიმინდის ფქვილს მიიღებთ ფელამუშს.