
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბატკნის ხორცი 500 გრ.
- საშუალო ზომის კომში 3 ცალი.
- ხახვი 100 გრ.
- პრასი 100 გრ.
- ნიორი 2 კბილი.
- შაქარი 1 ჩ.კ.
- დარიჩინი 1/3 ჩ.კ.
- ღვინო 50 მლ.ლ.
- ნედლი ქინძი 30 გრ.
- კარაქი 20 გრ.
- ზეთი 20 გრ.
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
საფეხურები
- 1 ბატკნის ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ღვინო და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე.
- 2 ცალკე ტაფაში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პრასი და მოხრაკეთ ზეთში და კარაქში. დაამატეთ კანგაცლილი კომშის თხელი ნაჭრები. ხახვი, პრასი და კომში დაუმატეთ ბატკნის ხორცს და ამზადეთ ხორცის დარბილებამდე.
- 3 ბოლოს დაამატეთ, დაჭრილი ქინძი, გახეხილი ნიორი, შაქარი, მარილი, წიწაკა და დარიჩინი.
- 4 დაახურეთ თავსახური და ამზადეთ 5 წუთის განმავლობაში. კომშის მაგივრად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლი.