როგორ მოვამზადოთ მოხრაკული ცხვრის ხორცი ნიგვზით

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- მსუქანი ცხვრის ხორცი 500 გრ.
- ხახვი 300 გრ.
- დაფნის ფოთოლი 1 ცალი.
- ძმარი 1/2 ს.კ.
- ნიორი 1 კბილი.
- ნიგოზი 200 გრ.
- ქინძი 30 გრ.
- ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
- უხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
- წიწაკა და მარილი გემოვნებით.
საფეხურები
- 1 ცხვრის ხორცი ნაჭრებად დაჭერით, გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და მოშუშეთ. შუშვის დროს ხორცი გამოყოფს წვენს, რომელიც ცალკე ჭურჭელში ჩაასხით, მოშუშულ ხორცს 1-2 სუფრის კოვზი ძმარი დაამატეთ.
- 2 დანაყული ან გახეხილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი ცალკე ჭურჭელში ჩასხმულ ხორცის წვენს აურიეთ.
- 3 ნიგოზი და მარილი აურიეთ და დაუმატეთ აღნიშნულ მასას, მოათავსეთ მოხრაკულ ხორცში, აურიეთ და 5-10 წთ შუშეთ.
- 4 ამ კერძს წვენი თითქმის არ აქვს, მას ხორცი შეიწოვს შუშვის დროს. გააკონტროლეთ ხორცის სირბილე.
გაფრთხილებები
- ნუ დაამატებთ ხორცს ნაზვს თუ ის არის მაგარი. ამ შემთხვევაში დაამატეთ გადადუღებული წყალი და დაელოდეთ ხორცის მომზადებას. სასურველია, ხორცის დარბილებისთანავე დაამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.