
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- დუმა 50 გრ.
- ბატკნის ხორცი 300 გრ.
- ბრინჯი 1 ჩ.ჭ.
- ხახვი 150 გრ.
- ზაფრანა 1 ჩ.კ.
- ძირა 1 ს.კ.
- შავი პილპილი გემოვნებით.
- თეთრი მშრალი ღვინო 50 მლ.ლ.
- მარილი გემოვნებით.
საფეხურები
- 1 დუმა დაკეპეთ წვრილად და მოათავსეთ გაცხელებულ ქვაბში. დუმის ნაჭრები შებრაწეთ ოქროსფრამდე და დაამატეთ წვრილად დაკეპილი ხახვი. ხახვის მოშუშვისთანავე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ბატკნის ხორცის რბილობი და შუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.
- 2 შემდეგ დააყარეთ ზაფრანა და დაასხით თეთრი მშრალი ღვინო. შუშეთ 7-8 წუთის განმავლობაში, დააყარეთ ბრინჯი, შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში და დაამატეთ ორ ნახევარი ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი.
- 3 დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ შილაფლავი დახურული თავსახურის ქვეშ. შიგადაშიგ შეამოწმეთ წყლის ოდენობა ქვაბში და მოურიეთ შილაფლავს.
- 4 ბრინჯის მომზადებისთანავე დაამატეთ ძირა და მარილი გემოვნებით.
- 5 შილაფლავის მასა არ უნდა იყოს ძალიან თხელი.
გაფრთხილებები
- გაითვალისწინეთ, რომ გაციებისას შილაფლავი სქელდება.