
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ხბოს ხორცი 50 გრ.
- ხახვი 100 გრ.
- ნიორი 2 კბილი.
- კარაქი 50 გრ.
- ზეთი 20 გრ.
- ფქვილი 20 გრ.
- წითელი ღვინო 300 მლლ.
- დაფნის ფოთოლი 1 ცალი.
საფეხურები
- 1 ღრმა ტაფაში გააცხელეთ კარაქი, ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვის მოშუშვისთანავე მოაყარეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ და დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხბოს ხორცი.
- 2 შემდეგ დაამატეთ ღვინო და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ღვინის რაოდენობა უნდა განახევრდეს. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ნიორი, მიხაკ-დარიჩინი, ხმელი ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
- 3 ხორცის მომზადებისთანავე გადმოდგით ტაფა. ხორცი გადმოიღეთ თეფშზე და მოასხით საწურში გადაწურული წვენი. კერძს შეგიძლიათ მოაყაროთ ცოცხალი ქინძი.