როგორ მოვამზადოთ მინდვრის წითელი ლობიო ნიახურით, პრასით და ხახვით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მინდვრის წითელი ლობიო ნიახურით, პრასით და ხახვით

 

მინდვრის წითელი ლობიო ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ. მომზადებამდე ჩაალბეთ წყალში ერთი ღამის განმავლობაში.

 

ხახვი და პრასი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. მოშუშვის შუა პროცესში დაამატეთ ტომატ-პასტა. სასურველია ტომატ-პასტა წინასწარ გახსნათ ცოტაოდენ გადადუღებულ წყალში. ხახვი, პრასი და ტომატ-პასტა დაამატეთ ლობიოს. მწვანილები და ნიორი წვრილად დაჭერით და დაამატეთ ლობიოს.

 

უწიპწო მშრალი კოწახური ჩაალბეთ წყალში, გააჩერეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაფუებამდე. შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ლობიოს.

 

ბოლოს შეკმაზეთ კერძი მარილით და წითელი წიწაკით.

 

ლობიო დაასხით თეფშზე და მორთეთ კოწახურით და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვით.