
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- წითელი ლობიო 500 გრ.
- ქინძი 20 გრ.
- ხახვი 150 გრ.
- ნიორი 3 კბილი.
- ქონდარი 5-8 გრ.
- ოხრახუში 10 გრ.
- მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- ტყლაპი 50 გრ.
- კვაწარახი 1 ს.კ.
- თხილი, მოხალული კანგაცლილი 100 გრ.
საფეხურები
- 1 ლობიო ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ, თუ წყალი დააკლდა დაუმატეთ მხოლოდ ადუღებული.
- 2 მოხარშულ ლობიოში ჩაყარეთ მარილი, დანაყული ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დაამატეთ ტყლაპი ან კვაწარახი, წამოადუღეთ და კარგად ამოზილეთ.
- 3 ბოლოს ზევიდან მოაყარეთ სქლად დატეხილი თხილი და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.