როგორ მოვამზადოთ ბატკნის წვნიანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბატკნის წვნიანი

 

ბატკნის ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მოვხრაკოთ კარაქთან ერთად საშუალო ზომის ქვაბში 5 წთ და მუდმივად ვურიოთ, რომ არ მიიწვას.

 

დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ, მოვაყაროთ ფქვილი და მოვურიოთ. დავამატოთ ღვინო და ვხარშოთ 10 წთ. დავამატოთ 100 მლლ წყალი და ვადუღოთ მზადყოფნამდე, საჭიროებისამებრ დავამატოთ ბულიონი ან ადუღებული წყალი.

 

ბოლოს ჩავყაროთ მწვანილი, ნიორი, დაფნა, ზაფრანა, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.