როგორ გავუფრთხილდეთ ტვინს - rogor.ge

როგორ გავუფრთხილდეთ ტვინს

 

საუზმის გარეშე ყოფნა ადამიანები რომლებიც არ საუზმობენ და ისე გადიან სახლიდან მათ ექნებათ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა. ამას მოყვება ტვინის საკვებით ნაკლები მომარაგება რაც იწვევს ტვინის დეგენერციას.

 

ზომაზე მეტი ჭამა. ეს იწვევს ტვინის არტერიების გაფართოებას, რაც ხელს უწყობს მენტალური ძალის დაქვეითებას.

 

ნიკოტინი იწვევს ტვინის მრავლობით შეკუმშვას და შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადება.

 

დიდი რაოდინებით შაქრის მიღება ამაზე კომენტარიც ზედმეტია. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ხელს უშლის ტვინის სწორ ფორმირებასა და ჩამოყალიბებას.

 

დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ტვინი არის ჰაერის უმსხვილესი მომხმარებელი. დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა ხელს უშლის ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ეს კი ხელს უწყობს ტვინის ქმედითუნარიანობის შემცირებას. ნათელი მაგალითისათვის აიღეთ პატარა ოთახი სადაც ბევრი ადამიანი იმყოფება და თუ ეს ოთახი არ ნიავდება, უჰაერობის გამო ყველა მოთენთილია და ეძინება.

 

ძილის არევა თუ ადამიანს არ ძინავს ხალნგრძლივი დროის მანძილზე მისი ტვინის უჯრედები იწყებენ სიკვდილს.

 

თავზე გადაფარებული ძილი ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა, ასე ძილის შემთხვევაში ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დამაზიანებელი ეფექტები.

 

დატვირთვა ავადმყოფობისას. არ ამუშავოთ ტვინი ავადმყოფობისას. გარდა იმისა, რომ ტვინის ფუნქციონირება შემცირებულია ამ დროს შეიძლება ამან შემდგომი დაზიანებაც გამოიწვიოს.

 

ტვინის არ დატვირთვა ტვინიც როგორც სხეულის სხვა კუნთი იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი საჭიროა მისი ვარჯიში და დატვირთვა. ფიქრი და სწავლა არის საუკეთესო ხერხი ტვინის გასავარჯიშებლად. ნუ გააზარმაცებთ ტვინს.

 

იშვიათი საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი არ არის კარგი არც დუმილია გამოსავალი. ისაუბრეთ აზრიან და ინტელქტიუალურ თემებზე საინტერესო ადამიანებთან და იაზროვნეთ. ეს დაგეხმარებათ აზროვნების განვითარებაში და ტვინის დაკავებული იქნება.

 

ალკოჰოლური სასმელი, სიამოვნების მომნიჭებელი ქიმიური ნივთიერებები და ბიოლოგიური მცენარეები ისეთები როგორიცაა კოკაინი, ყაყაჩოსაგან დამზადებული ნივთიერებები, მარიხუანა და ა.შ. საგრძნობლად აქვეითებს ტვინის მუშაობისუნარიანობას და კლავს უჯრედებს, თუმცა არის მითიც, რომ მარიხუანის წელიწადში ერთი-ორჯერ მოწევა პირიქით, იმუნიტეტსაც კი უმუშავებსო ადამიანს მაგრამ მითი მითად რჩება და ჩვენ ვეყრდნობით მედიცინას.