როგორ ვისწავლოთ სკოლაში ადვილად - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ სკოლაში ადვილად

 

ხანდახან სკოლაში გაკვეთილზე გინდება, რომ დაიძინო... მეც მასე ვიყავი და ეს ნაცნობი სიტუაცია არის :(, მაგრამ დამიჯერეთ, არ ღირს ამით გატაცება, შენ შეიძლება სიზმრის ყველაზე საინტერესო მომენტზე გამოგაღვიძონ, დაგისვან კითხვები და არასასიამოვნო ნიშანიც დაწერონ. არც ის ხერხი გამოგადგებათ ყველა დასმულ და დასასმელ კითხვაზე წინსწარ გასცეთ პასუხი დასანახად, რომ იცით. წესი პირველი: დაელოდე ხელსაყრელ მომენტს. უფრო სწორად დაელოდე ადვილ კითხვას, ადრე თუ გვიან ის რომელიმე საგანში მაინც არის, ამით შენ შეძლებ უადვილესად მიიღო მაღალი ქულა.

 

თუ გთავაზობენ, რომ მოამზადოთ რამე რეფერატი ან პრეზენტაცია - დათანხმდი ისე, რომ არც დაფიქრდე. თანამედროვე პირობებში რადგან ეხლა შენ კითხულობ სტატიას დამიჯერე არც ის გაგიჭირდება, რომ თითქმის ნებისმიერ თემაზე შეძლო ინფორმაციების მოპოვება და ამობეჭდვა. თუ გაქვს ნიჭი, რომ პრეზენტაციები გააკეთო ეს ხომ საერთოდ საუკეთესო საშუალებაა. ეს პროცესი ბევრად უფრო სახალისო იქნება ვიდრე წიგნი ან მოსაწყენი პარაგრაფების კითხვა და ჩაბარება, ხოლო თუ მოახერხებ ისეთი თემაზე ისეთი ინფორმაციები ნახო რაც არ იცის მასწავლებლემა დეტალურად და თუ გააოცეთ ის, იზრდება შანსი, რომ უფრო მაღალი შეფასება აიღოთ.

 

არ შეიძლება ურთიერთობების გაფუჭება მასწავლებლებთან. დაიმახსოვრეთ: თუ გექნება პოზიტიური და კეთილი დამოკიდებულება მასწავლებელთან ეს გავლენას იქონიებს შენს ნიშნაზე, თუ აგრესიული და ცუდი დამოკიდებულება გაქვს დიდია შანსი, რომ მასწავლებლემა თითო შეცდომაც არ გაპატიოს და დაგაკლოს ნიშანი. აქვე საყურადღებოა, არასოდეს, არასოდეს არ "შეეტენოთ" მასწავლებლებს, ეს არც მასწავლელებს მოსწონთ სინამდვილეში და არც საზოგადოებას ზოგადად!

 

შეეცადეთ საშინაო დავალებები სულ გააკეთოთ, შეიძლება ყოველდღე ზეპირად არ აბარებდეთ დავალებას მაგრამ, რაც შეეხება საწერს სულ წესრიგში გქონდეს. ის, რომ ესწრები გაკვეთილს, ისმენ და იცი რაზეც არის ლაპარაკი საკმარისია კარგი ქულის მისაღებად.

 

ყველაზე მთავარი : ნურასოდეს დაელოდები იმას როდის გაგიძახებს მასწავლებელი - დააგროვე ნიშნები შენ თვითონ! ეს გაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გკითხავენ ზუსტად მაშინ როცა არ იცი გაკვეთილი. საამისოდ ყველაზე კარგი დროა მაშინ როცა სწავლა ახალი დაწყებულია და ბევრი პროგრამა არ გაქვთ გავლილი. მასწავლებელი არ შეგეკითხება ბევრს განვლილი მასალიდან. ამიტომ მეტია შანსი მაღალი ქულის აღების, ამასთანავე თუ ხშირად აბარებ შენი სურვილით შენი იმიჯი იწევს მაღლა მასწავლებლების თვალში, რომ შენ მეცადინეობ.

 

და ბოლოს რაც არ უნდა დაგავიწდეს არასდროს : 1) შეინარჩუნე კარგი ურთიერთობა ყველა მასწავლებელთან, გახსოვდეს ისინიც ადამაინები არიან და მათ ბევრი ნაკლი აქვთ შეეცადეთ გაუგოთ და მათ ხასიათსა და "პრივიჩკებს" არ აყვეთ, ანახეთ, რომ ზომის ფარგლებში პატივს სცემთ და გაინტერესებთ საგანი. 2) იყავი შენ თავში დარწმუნებული. დაე იცოდნენ მასწავლებლებმა, რომ შენ გაქვს პრეტენზია მაღალ ქულებზე და რომ შენ გაინტერესებს სწავლა. მასწავლებლებიც ადამინები არიან და დამიჯერეთ ხშრად იმიტომ უწერენ იმ ბავშვებს ქულებს, რომ ისინი ადრე "მეცადინე" ბავშებად მოიხსენებოდნენ, ის კი ვისაც დაბალი ნიშნები ჰყავდათ და ეხლა დაიწყეს მეცადინეობა, ბევრად უფრო რთულია მასწავლებელზე შთაბეჭდილების შეცვლა. 3) იყავი პიროვნება, იყავი გამორჩეული, უნდა განსხვავებოდე კლასელებისგან, ამას აფასებს ყველა. ნუ აყვები ყველას კლასში, შეეცადე აქეთ აიყოლიო სხვები. 4) იცოდე მთავარი არ არის რა იცი, არამედ როგორ გადმოსცემ ცოდნას. დაუკვირდი, როგორ იქცევი გაკვეთილის მოყოლისას, ნუ ჩაიდებ ჯიბეში ხელს, ნუ დაგრიხავ თითებს, ნერვიულად ნუ დაიწყებ სიარულს აქეთ-იქით, რატომ გგონია, რომ გვერძე მჯდომმა ვისაც შენზე უკეთესი ქულები აქვს შენზე მეტი იცის? ისწავლე სწორად, როგორ იმეტყველო დაილაპარაკო, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებს. 5) გაანაწილე დრო სწორად არ არის საჭირო, რომ დღედაღამ იჯდე წიგნებთან. ადამიანი რომელიც რეგულარულად მეცადინეობს ისე უვარჯიშდება ტვინი, რომ 1-2 წაკითხვით იმახსოვრებს იმას რაც მას სჭირდება. როცა ჯდები სამეცადინოთ მოწყდი ყველაფერს, მოდუნდი ცოტა ხანი, განმარტოვდი, გათიშე კომპიუტერი და მობილური, გადაშალე წიგნი და იფიქრე მხოლოდ იმაზე რასაც კითხულობ. წაკითვის შემდეგ გეგმასავით ჩამოწერე რა იყო მანდ აზრიანი და ყურადღებამისაქცევი, კიდევ ერთხელ გადახედე აღიდგინე. შემდეგ დაწერე წერითი დავალება და მზად არის. ნუ დააგროვებ ბევრს სამეცადინოთ ერთად!