
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- საქონლის ხორცი 250 გრ.
- ღორის ხორცი 250 გრ.
- ხახვი 150 გრ.
- ქინძი 20 გრ.
- ფქვილი 1 კგ.
- მარილი გემოვნებით
- მწვანე წიწაკა 1 ცალი.
- ნიორი 2 კბ.
საფეხურები
- 1 მოზილეთ ცომი. ხინკლის ცომი არ უნდა იყოს ძალიან მკვრივი, ანუ ის საჭიროებს დიდხანს ზელვას.
- 2 შიგთავსისთვის გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ხორცი, ხახვი, ნიორი, ქინძი, მწვანე წიწაკა, დაამატეთ მარილი გემოვნებით. ფარშს დაამატეთ დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი, რათა შიგთავსი იყოს წვნიანი. ასევე სასურველია ხორცი გააჩეროთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობში.
- 3 ცომი გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად. ხორცი მოათავსეთ ცომის ცენტრში და შეახვიეთ ის. ხინკლის ''კუჭი'' მოაცალეთ. კუჭების ცომი შეგიძლიათ ხელახლა გამოიყენოთ ხინკლის ცომისთვის.
- 4 ხინკალი მოხარშეთ მარილიან, ადუღებულ წყალში.
- 5 ხინკლების ამტივტივების შემდეგ ადუღეთ ის კიდევ სამი წუთის განმავლობაში და ამოღების წინ დაასხით ცივი წყალი. ამ შემთხვევაში ხინკალი არ მიეწეპება ერთმანეთს თეფშზე და ცომი გამოვა პრიალა.
გაფრთხილებები
- არ გირჩევთ დაიწყოთ ხინკლის მოზადება დიდი დიამეტრის ცომით. გაიწაფეთ ხელი პატარა ხინკლების შეხვევით. ხინკლის ცომის დიამეტრი უნდა იყოს დაახლოებით 13-15 სანტიმეტრი.