
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ხბოს რბილი ხორცი 500 გრ.
- ლავაში 2 ცალი.
- მინერალური წყალი 0.5 ლ.
- ხახვი 100 გრ.
- ნიორი 20 გრ.
- ხმელი რეჰანი გემოვნებით
- დაფნა 1 ფოთოლი
- მარილი და ჭითელი წიწაკა გემოვნებით.
საფეხურები
- 1 ხბოს ხორცი დჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში და მოასხით მინერალური წყალი. გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. მინერალური წყალი არბილებს ნებისმიერი სახეობის ხორცს.
- 2 შემდეგ გადაწურეთ მინერალური წყალი და მოაყარეთ ხბოს ნაჭრებს მარილი, დაფშვნილი დაფნის ფოთოლი, ხმელი რეჰანი, ხახვი, გახეხილი ნიორი და წითელი წიწაკა გემოვნებით.
- 3 გააჩერეთ ხორცის მარინადი მაცივარში 20 წუთის განმავლობაში.
- 4 ხორცის ნაჭრები ააცვით შამფურზე და შეწვით. დააწყვეთ მწვადი ლავაშზე, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ხმელი რეჰანი.
- 5 (შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ბულგარულით.)