როგორ მოვამზადოთ ქამა სოკო შამფურზე - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქამა სოკო შამფურზე

 

სოკო გარეცხეთ და დააცალკევეთ ქუდები და სოკოს ფეხები. სოკოს ქუდები ააცვით პატარა ხის შამფურებზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

 

ნიორი გახეხეთ, დაასხით ნახევარი ჩაის კოვზი ადუღებული წყალი და გააჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში რათა ნივრის გემო კარგად გაიხსნას. შემდეგ დაამატეთ სოკოს საკაზმს ზეთი, ცოტაოდენი მარილი, პილპილი და ხმელი შაშკვლავი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

 

საკაზმი მოასხით სოკოს. სოკოს შამფურები შეწვით საშუალო ცეცხლზე. შემდეგ მოატრიალეთ სოკოს შამფურები და დაასხით ნივრის და შაშკვლავის საკაზმი.

 

მომზადებული სოკოს შამფურები მოათავსეთ მოგრძო თეფშზე და მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.

 

სოკო არ უნდა იყოს ზედმეტად შებრაწული. ამ პრინციპით შეგიძლიათ მოამზადოთ სოკო მაყალზე ან რკინის შამფურებზე.