
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- მწვანე ლობიო 500 გრ.
- ხახვი 100 გრ.
- ნიორი 2 კბილი.
- ქინძი 25 გრ.
- რეჰანი 10 გრ.
- შაშკვლავი 5 გრ.
- ხმელი ქონდარი 3 გრ.
- უცხო სუნელი 3 გრ.
- ძმარი 1 ს.კ
- ზაფრანა 3 გრ.
- ზეთი 40 მლლ.
- მარილი და მწვანე წიწაკა გემოვნებით.
საფეხურები
- 1 ლიბიო გაარჩიეთ და მოხარშეთ. მოხარშვისთანავე გადაწურეთ და გააცივეთ.
- 2 ტაფაზე მოშუშეთ ზეთში ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. დაამატეთ გახეხილი ნიორი და ხმელი სუნელები.
- 3 ხახვი, ნიორი და სუნელები შეურიეთ ლობიოს, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მწვანე წიწაკა.
- 4 ბოლოს შეკმაზეთ კერძი ძმრით და მარილით.