კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ აფხაზურა ხბოს გულღვიძლით და მაყვლით

როგორ მოვამზადოთ აფხაზურა ხბოს გულღვიძლით და მაყვლით

ავტორი: თაკო კარკალაია

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ხბოს გულღვიძლი 500 გრ.
  • ბადექონი 350 გრ.
  • ხახვი 150 გრ.
  • ნიორი 10 გრ.
  • ძირა 3 გრ.
  • ქონდარი 5 გრ.
  • უცხო სუნელი 10 გრ.
  • სუმახი 10 გრ.
  • მაყვალი 80 გრ.
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 ხბოს გულღვიძლი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვთუთქოთ დიდ ნაჭრებად.
  2. 2 შემდეგ გულღვიძლი დავჭრათ ძალიან პატარა ნაჭრებად. წვრილად დავაჭრათ ხხვი, ნიორი, დავუმატოთ სუნელები, სუმახი და მაყვალი. მოვაყაროთ დაჭრილ გულღვიძლს მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
  3. 3 მიღებული მასა შევახვიოთ ბადექონში.
  4. 4 აფხაზურა შევწვით ტაფაზე. მოცემულ კერძში შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული მაყვალი.
  5. 5 შეგიძლიათ აფხაზურას ზევიდან მოაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.

გაფრთხილებები

  • ბადექონი კარგად უნდა გარეცხოთ.