
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ქათამი 1,200 კგ.
- ხახვი 100 გრ.
- ნიორი 10 გრ.
- ნიგოზი 100 გრ.
- უცხო სუნელი 5 გრ.
- ხმელი ქინძი 5 გრ.
- ყვითელი ყვავილი 5 გრ.
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- ზეთი 30 გრ.
- აჯიკა 5 გრ.
- კვერცხი 1 ცალი.
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ამ კერძისთვის საჭიროა აირჩიოთ ქათამი მკვრივი კანით. ქათამი უნდა გატრუსოთ კარგად და გარეცხოთ. შემდეგ გააცალეთ კანი ისე, რომ არ დაზიანდეს. ქათმის ხორცი წვრილად დაკეპეთ.
- 2 ხახვი, ნიორი და ნიგოზი გაატერეთ ხორცის საკეპ მანქანაში. აღნიშნულ მასას დაამატეთ სანელებლები, მარილი, შავი პილპილი და კარგად გადაურიეთ.
- 3 ქათმის კანი გაშალეთ ზეთწასმულ ალუმინის ქაღალდზე. კანზე გადაანაწილეთ ქათმის ხორცის და ნიგვზის ნაზავის შერეული მასა და შეახვიეთ რულეტად. დაახვიეთ ალუმინის ქაღალდი და შედგით ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 35 წუთის განმავლობაში.
- 4 შემდეგ გამოიღეთ ქათმის რულეტი, გადაშალეთ ალუმინის ქაღალდი და ზევიდან გადაუსვით ცოტაოდენ ზეთში გახსნილი აჯიკა. კვლავ შედგით რულეტი ღუმელში გაშლილი ალუმინის ქაღალდით და გააჩერეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
- 5 გამოიღეთ რულეტი ღუმელიდან, შეაგრილეთ და შემდეგ მოათავსეთ მაცივარში გაცივებამდე.
- 6 რულეტი დაჭერით ცივ მდგომარეობაში.