როგორ მოვამზადოთ ქათმის ქაბაბი ყველით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქათმის ქაბაბი ყველით

 

ქათმის რბილი ხორცი, ხახვი, ნიორი, ქინძის ძირები, რძეში ჩამბალი პურის რბილობი გაატერეთ ხორცის საკეპ მანქანაში. დაამატეთ ძირა, ხმელი ქინძი, კვერცხი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ ხელით ან ხის კოვზით.

 

ქათმის ფარში არ საჭიროებს ორჯერ გატარებას. სამაგიეროდ, უხდება ფარშს ''ცემა'' და მაცივარში მოთავსება ნახევარი საათის განმავლობაში. გაცივებული ფარში უკეთ ექვემდებარება ფორმირებას.

 

ფარშისგან გააკეთეთ 100 გრამიანი ქაბაბები და ამოავლეთ გახეხილ სულგუნში. სულგუნი შეტკეპნეთ ქაბაბებში.

 

ეს პროცედურა ჩაატარეთ რამდენიმეჯერ, ქაბაბები შეწვით ტაფაზე ზეთში ან ნაკვერჩხალზე შამფურებით.

 

მომზადებული ქაბაბები მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და პაპრიკას ფხვნილი.