
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ქათამი 1 ცალი (1 კგ.)
- მაყვალი (ცოცხალი ან გაყინული) 300 გრ.
- ნიორი 3 კბილი.
- ისრიმი 1 მტევანი, ლიმნის წვენი 1 ჩ.კ.
- ცოცხალი ქინძი 15 გრ.
- კამა 10 გრ.
- ომბალო 5 გრ.
- ზეთი 50 მლ.გრ.
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ''ისრიმი'' არის დაუმწიფებელი ყურძენი. ეს პროდუქტი არის სეზონური და ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის ლიმნის წვენით. რა თქმა უნდა, საწებლის გემო გამოდის ერთობ განსხვავებული, მაგრამ კერძი გამოდის გემრიელი.
- 2 მაყვლის საწებელი შეგვიძლია მოვამზადოთ წვენით, მაგრამ ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მაყვლის მეტი რაოდენობა.
- 3 ამიტომ გირჩევთ მაყვალი მოთუთქოთ ცხელი წყლით და მერე გაატაროთ ის საცხაურში. მიღებულ მასას დაუმატოთ ლიმნის არ ისრიმის წვენი, დანაყული მწვანილები და ნიორი, შეგიძლიათ ოდნავ გააცხელოთ საწებელი, რათა კარგად გაიხსნას.
- 4 შეცხელებულ საწებელში ჩააწყვეთ შემწვარი ქათამის ნაჭრები და მირთმევამდე გააჩერეთ რამოდენიმე ხნის განმავლობაში.
- 5 კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ მაყვლით და დაჭრილი ქინძით.