როგორ მოვამზადოთ ქათმის ჩიხირთმა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქათმის ჩიხირთმა

 

ტრადიციულად ამ კერძის მოსამზადებლად იყენებენ მსუქან ქათამს და ხახვს შუშავენ ქათმის ბულიონის მოხდილ ცხიმზე. ჩვენი რეცეპტი არის ერთობ დიეტური და სურვილისამებრ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი და არა კარაქი.

 

პირველ რიგში, უნდა წვრილად დავჭრათ ხახვი და მოხრაკოთ კარაქში ან ზეთში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ მოაყარეთ ხახვს ფქვილი და შუშეთ დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში და დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე.

 

დიეტურ ვარიანტში დაასხით ხახვს და ქათმის ხორცს 700 მილილიტრი გადადუღებული წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბულიონი ( წინასწარ მომზადებული ან კონცენტრირებული კუბების ).

 

შიგადაშიგ მოურიეთ წვნიანს. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ძმარი ან ლიმნის წვენი და გახეხილი ნიორი.

 

ქათმის ფილეს მომზადებისთანავე გადადგით ქვაბი და წვრილი ნაკადით ჩაასხით ათქვეფილი კვერცხის გულები. კვერცხის გულების დამატების დროს მუდმივად ურიეთ.

 

ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი, კამა და დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ ქვაბი ათი წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ჩიხირთმა.