
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ქათამი ერთი ცალი 1,3 ან 1,5 კგ.
- კარაქი 60 გრ.
- თხილი 100 გრ.
- რძე 600 მლლ.
- ფქვილი 10-15 გრ.
- თხელი ლავაში 1 ფირფიტა
- ჯავზი ( მუსკატის კაკალი). დანის წვერზე
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ქათამი გატრუსეთ, გარეცხეთ და დაამუშავეთ ისევე როგორც ''ტაბაკას'' შემთხვევაში. ნიორი გაარჩიეთ და გახეხეთ, თხილი ოდნავ მოხალეთ და გააცალეთ კანი, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
- 2 ქათამი შეწვით როგორც ''ტაბაკა''.
- 3 ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და დააყარეთ ფქვილი, შემდეგ დაასხით რძე. მუდმივად ურიეთ რათა არ შეიქმნას კოშტები.
- 4 რძე უნდა ოდნავ გასქელდეს. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ნიორი, თხილი, მარილი, პილპილი და ჯავზი.
- 5 შემწვარი და დაჭრილი ქათამი მოათავსეთ კეცზე ან ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაასხით რძის სოუსი ( ფრანგულ სამზარეულოში ამ სახეობის სოუსს ეწოდება '' ბეშამელი'') და ზევიდან გადააფარეთ ლავაშის ფირფიტა.
- 6 შქმერული მოათავსეთ გაცხელებულ ღუმელში 7 - 8 წუთი. ლავაში უნდა შეიბრაწოს და გახდეს კრატუნა.
- 7 შებრაწული ლავაში მოათავსეთ გადაბრუნებულ მდგომარეობაში ცალკე თეფშზე.
- 8 ლავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ''იმპროვიზებული საჭმელი'' თეფში, რომელზედაც მოათავსებთ ქათმის ნაჭრებს ზედ მოსხმული რძის სოუსით.