კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოთი და პომიდვრით

როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოთი და პომიდვრით

ავტორი: თაკო კარკალაია

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ქათამი 1 კგ.
  • ქამა სოკო 300 გრ.
  • ხახვი 150 გრ.
  • ნიორი 6 ან 7 კბილი.
  • ბულგარული წითელი და მწვანე წიწაკა 50 გრამი თითოეული.
  • ტკბილი პაპარიკა ან ტკბილი წითელი წიწაკის ფხვნილი 1 ს.კ.
  • პომიდორი 200 გრ.
  • ღვინო 50 მლლ.
  • კარაქი 30 გრ.
  • ზეთი 30 მლ.
  • ბაჰარი 3-4 კაკალი.
  • დაფნა 1 ფოთოლი.
  • ქინძი 10 გრ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 ქათამი დაჭერით და შეწვით ზეთში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. შემწვარი ქათმის ნაჭრები გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე და იმავე ტაფაში მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბულგარული.
  2. 2 შემდეგ დაასხით ღვინო და თუშეთ ღვინის აორთქლებამდე.
  3. 3 მოაყარეთ პაპრიკა და ტაფაში მოათავსეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი. თუშეთ ხუთი წუთის განმავლობაში და დაამატეთ დაჭრილი სოკო.
  4. 4 სოკოს მომზადებისთანავე მოაყარეთ კერძს მარილი, პილპილი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფნა და ბაჰარი.
  5. 5 ბოლოს კერძში მოათავსეთ ქათმის ნაჭრები, ტაფას დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში.
  6. 6 კერძი მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.