
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბატკნის ან ხბოს ხორცი 600 გრ.
- ტარხუნა 2 კონა ან 70-80 გრ.
- მწვანე ხახვი 2 კონა ან 160-180 გრ.
- კამა 20 გრ.
- ქინძი 40 გრ.
- მწვანე წიწაკა 1 ცალი.
- ტყემალი 100 გრ.
- თეთრი მშრალი ღვინო 100 გრ.
- ნიორი 4-5 კბილი
- კარაქი 30 გრ.
- დაფნა 1 ფოთოლი
- მარილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 იმისათვის, რომ თქვენი ჩაქაფული მოხერხებული იყოს მისართმევად, ეცადეთ გამოიყენოთ ბატკნის ან ხბოს რბილი ხორცი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოიყენებთ ძვლიან ხორცს, ეცადეთ გააცალოთ ძვლები კერძის მომზადების შემდეგ.
- 2 ჩაქაფულის მოცემული ვერსია სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა მომზადდეს ტრადიციულად ან კახურად. უბრალოდ, ჩვენ გთავაზობთ კერძის საინტერესო ვარიანტს.
- 3 ხბოს ან ბატკნის ხორცი გარეცხეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
- 4 მწვანე ხახვი, მწვანილები, მწვანე წიწაკა და ნიორი დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
- 5 ტყემალი გარეცხეთ და მოაცილეთ ყუნწები.
- 6 მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში და დაასხით თეთრი ღვინო.
- 7 დადგით დაბალ ცეცხლზე ღია ქვაბში. წამოდუღებისთანავე დაახურეთ თავსახური.
- 8 ხორცის მოხარშვისთანავე დაამატეთ დაფნა და მარილი გემოვნებით.
- 9 კერძი შეიძლება მომზადებულად ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მოქმედებას.
- 10 ჩაქაფული გადაწურეთ და გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე ხორცი და მწვანე მასა. ცალკე ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და დაასხით ჩაქაფულის წვენი. ადუღეთ შესქელებამდე.
- 11 შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი ტარხუნის გარჩეული ფოთლები, მწვანე ხახვის ძირები, დაჭრილი ოდნავ ირიბად და ორ სანტიმეტრ სიგრძეზე, ოდნავ გახეხილი ნიორი და მარილი.
- 12 მიღებული სოუსის ნაწილი დაასხით თეფშზე, შუაში მოათავსეთ ხორცის ნაჭრები და მწვანე მასა. შეგიძლიათ სცადოთ მწვანე და ჩვეულებრივი ხახვის შეხამება.