როგორ მოვამზადოთ მწვანე ტყემალი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მწვანე ტყემალი

 

მწვანე ტყემალი გარეცხეთ, დაასხით გადაგუღებული წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოდუღებისთანავე გადადგით და შეაგრილეთ ქვაბი.

 

გამოიღეთ ტყემალი და გახეხეთ თუშფალანგში. ნიორი, მწვანილები და წიწაკა დანაყეთ და დაამატეთ გახეხილი ტყემლის მასას. მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა დაამატეთ გემოვნებით.

 

საწებლის სიმჟავის გასანეიტრალებლად დაამატეთ შაქარი.

 

იმ შემთხვევში თუ ტყემალი არის მჟავე, გირჩევთ გამოუცვალოთ პირველი ანადუღარი წყალი.