როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფინანსურ ბაზარზე - rogor.ge

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფინანსურ ბაზარზე

 

მანი მენეჯმენტი: ეს კრიტერუმი იმ კრიტერიუმებთან ერთად არის უმთავრესი. მანი მენეჯმენტის საშუალებით თქვენ აკონტროლებთ თქვენს კაპიტალს. რამდენი ლოტით (ახალი ორდერის გახსნამდე, ტრეიდერი პირველ რიგში აწყდება ისეთ ცნებას, როგორიცაა "ფორექს ლოტი". ლოტის ოდენობა სავალუტო წყვილის შემდეგ პირველი პატამეტრია, რომელიც უნდა მიუთითოთ ტერმინალში ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას. 1 ფორექს ლოტი უდრის საბაზო ვალუტის 100 000 ერთეულს, ამასთან ერთად არ დაგავიწყდეთ, რომ ერთეულებს ვყიდულობთ დეპოზიტის ვალუტაში, ამიტომ სავალუტო წყვილის EUR/USD ერთი ლოტის ყიდვისთვის ჩვენ გვჭირდება 130 000 დოლარი, თუ კურსი მიმდინარე მომენტში არის 1 ევრო = 1.3000 დოლარი.) უნდა დაიწყოთ ვაჭრობა ბაზარზე და როდის უნდა გამოხვიდეთ ბაზრიდან. არსებობს ფორმულა, თუ თქვენი საწყისის კაპიტალის შემთხვევაში, რამდენი ლოტით უნდა გახსნათ ორდერი ამა, თუ იმ ვალუტის ყიდვის/გაყიდვის დროს. ეს ფორმულა შექმნილია პირადად ჩემს მიერ, გატესტილია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს: X=A/B/C, სადაც X არის იმ ლოტის რაოდენობა, რა რაოდენობითაც იწყებთ ფორექსზე ვაჭრობას, A არის რისკი პროცენტებში, ჩვენ შემთხვევაში რისკი არის ჩვენი საწყისი კაპიტალის 3 %, B არის S/L-ის რაოდენობა პუნქტებში, ჩვენ შემთხვევაში 15პუნქტი, C არის მუდმივა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ტოლია 10. სანამ დავიწყებდეთ ვაჭრობას სავალუტო ბირჟაზე, მანამდე განვსაზღვროთ, თუ დღის განმავლობაში რამდენი თანხა უნდა გამოვიმუშავოთ. ამას ვითვლით სპეციალური ფორმულის გამოყენებით. ვთქვათ, ჩვენი საწყისი კაპიტალი ტოლია 2 000 აშშ დოლარის და თვის ბოლოსათვის გვინდა გამოვიმუშავოთ 150 %, ანუ მთლიანი კაპიტალი უნდა გვქონდეს 2 000 +(2 000 _150%)= 2 000 + 3 000 = 5 000 აშშ დოლარი, მაშინ 5 000/4= 1250 აშშ დოლარი უნდა გამოვიმუშავოთ კვირაში და 1250/5= 250 აშშ დოლარი დღეში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი/კვირა ბირჯა ისვენებს. სანამ დაიწყებდეთ ბირჟაზე ვაჭრობა, მანამ დაწერეთ სამოქნედო გეგმა და ამ გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. ვაჭრობთ მხოლოდ ევროპული და ამერიკული სესისს დროს. მაგ.: თუ თქვენი საწყისის კაპიტალი ტოლია 2 000 აშშ დოლარის, მაშიმ ფორმულიდან გამომდინარე A=2 000 _ 3%= 60, ხოლო თავად X=60/15/10= 0.40 აშშ დოლარის. 0.40 უნდა გაყოთ იმდენზე, რამდენ სავალუტო წყვილზე აპირებთ ოპერაციის ჩატარებას. აი მაგალითად: თუ თქვენ ანალიზი გააკეთედ 4 სავალუტო წყვილზე და მიიღეთ გადაწყვეტილება გააკეთოდ ოპერაციები ამ 4 სავალუტო წყვილზე, მაშინ თითო სავალუტო წყვილზე მაქსიმალური ლოტი=0.40/4=0.1 აშშ დოლარი. ამის შემდეგ განსაზღვრავთ როდის უნდა დახუროთ ორდერი და გამოხხვიდეთ ბაზრიდან. ორდერის დახურვის რაოდენობა სავალუტო ბირჟაზე განისაზღვრება ტერმინით (ტეიქ პროფიტი T/P). ჩვენს შემთხვევაში T/P=200 პუნქტი.წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ სავალუტო წყვილმა რომ დაიწყოს მოძრაოაბ ჩვენს საწინააღმდეგოდ ვაყენებთ (სტოპ ლოს S/L) ჩვენს შემთხვევაში S/L=15 პუნქტი. ე.ი., თუ სავალუტო წყვილმა დაიწყო მოძრაობა ისე როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ, მაშინ ჩვენ გამოვიმუშავებთ მოგებას 200 პუნქტის ოდენობით, თუ სავალუტო წყვილმა დაიწყო მოძრაობა ჩვენს საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ ჩვენ დავკარგავთ 15 პუნქტს.

 

ფუნდამენტური ანალიზი: ფუნდამენტური ანალიზის დროს პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ მაკრო ეკონომიკურ მონაცემებს, რომლებიც გამოდის ყოველ დღე. ამისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ პორტალით: (ბმული). აგრეთვე ფუნდამენტური ანალის დროს ყურადღება უნდა მიექცეს: ქვეყანაში არსებულ გეო პოლიტიკურ სიტუაციას, კატაკლიზმებს, არჩევნებს, საყოველთაო რეფერენდუმებს. ამისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ტელეკანალებით: euronews და საიტი ბმული.

 

ტექნიკური ანალიზი ტექნიკური ანალიზის დროს ყურადღებას ვაქცევთ უშუალოდ სავალუტო წყვილის გრაფიკზე გამოსახულ ფიგურებს. ტექნიკური ანალიზი არსებობს მრავალი, ჩვენ ჩამოვთვლით ზოგიერთ მათგანს: 1) სანთლების ანალიზი, 2) თანრიგთა ანალიზი, 3) ფიგურათა ანალიზი, 4) არხის ანალიზი და სხვა. თითოეულ ანალიზს სჭირდება დეტალური შესწავლა.
და ბოლოს, ყოველ დღიურად აღწერეთ სპეციალურ ტრეიდერის ჟურნალში, თუ იმ კონკრეტულ დღეს რა ოპერაცია შეასრულეთ ბირჟაზე და რატომ. დღის ბოლოს გააკეთედ საერთო ანალიზი, რა შეცდომა დაუშვით დღის განმავლობაში და რა იყო სწორი გდაწყვეტილება, რათა შეცდომები გამოსწორებული უნდა იქნას მეორე დღეს. ეხლა მე მოგაწვდით სპეციალურ ფორმას სახელწოდებით: „ტრეიდერის ჟურნალი“ და შაბლონს „სამოქმედო გეგმა“ . მადლობთ ყურადრებისათვის. პაყივისცემით იმედა შერიფაძე