როგორ შევიქმნათ კარგი საკრედიტო ისტორია? - rogor.ge

როგორ შევიქმნათ კარგი საკრედიტო ისტორია?

 

დროული გადახდები! თქვენი კრედიტუნარიანობა საკმაოდ ბევრი ფაქტორით განისაზღვრება. საკრედიტო ქულა 0დან 400მდე მერყეობს. პირველი,ყველაზე აუცილებელი და ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფაქტორი,რომელიც მოქმედებს საკრედიტო ქულაზე არის ვადაგადაცილებების რაოდენობა. ნებისმიერი ვადაგადაცილება მკვეთრად აუარასებს საკრედიტო ქულას. ასე რომ, ნუ დააგვიანებთ გადახდებს.

 

ძიებების რაოდენობა როდესაც საკრედიტო ორგანიზაციაში სესხის ასაღებად განაცხადს ავსებთ,ისინი აუცილებლად ამოწმებენ თქვენს საკრედიტო ისტორიას. გახშირებული ძიებები ქულის დაკლების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამიტომ ნუ მიმართავთ ერთდროულად ბევრ ორგანიზაციას ჯერ ერთ ორგანიზაციაში გაეცანით სესხის პირობებს და მხოლოდ შემდეგ მიმართეთ სხვას. უკეთესი იქნება თუ თავიდანვე სწორად გათვლით თუ რომელი ორგანიზაციის პირობებს აკმაყოფილებთ (შემოსავლის,ასაკის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით),რათა თავიდან აიცილოთ უარი და ამის გამო ახალ საკრედიტო ორგანიზაციაში ვიზიტი.

 

საკრედიტო ბარათის ლიმიტი ეცადეთ ხშირად არ ისარგებლოთ საკრედიტო ბარათის სრული ლიმიტით. მაგალითად: თუ გაქვთ 1500ლარიანი ბარათი ნუ გამოიყენებთ 1500ლარს მთლიანად,რადგან საკრედიტო ბარათის ლიმიტის ათვისების მაღალი მაჩვენებლი ერთ-ერთი წინაპირობაა,რომელიც თქვენს ქულაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

მცირე სესხები ეცადეთ ხშირად არ ისარგებლოთ "მცირე სესხებით" საუბარია ონლაინ გამესხებლებზე,რადგან რაც არ უნდა პირნათლად ასრულებდეთ ვალდებულებას მცირე სესხების ხშირი მოხმარება აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.

 

არაუზრუნველყოფილი სესხი უზრუნველყოფილი სესხი. მაგალითად: თავდები ან უძრავი ქონება უფრო უკეთ მოქმედებს ისტორიაზე ვიდრე არაუზრუნველყოფილი სესხების ხშირი მოხმარება

 

ბევრი სესხი ერთდროულად ეცადეთ არ ისარგებლოთ სხვადასხვა პროდუქტებით (განვადება,სამომხმარებლო სესხი,საკრედიტო ბარათები,ონლაინ სესხები) ერთდროულად რადგან ესეც მკვეთრად მოქმედებს ქულაზე ერთი სესხით სარგებლობა უკეთესად მოქმედებს ქულაზე. საკრედიტო ისტორიაზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით,თუმცა იმედი მაქვს ეს რჩევები გამოგადგებათ და გამოიყენებთ კიდეც.