როგორ მოვახდინოთ ცხვირის კორექცია ოპერაციის გარეშე - rogor.ge

როგორ მოვახდინოთ ცხვირის კორექცია ოპერაციის გარეშე

ცხვირის ფორმის შეცვლა მაკიაჟის მეშვეობით თანამედროვე ვიზაჟისტები მაკიაჟის მეშვეობით სასწაულებს ახდენენ და ცხივირის ფორმის შეცვლის მეთოდებსაც გვიზიარებენ. გრძელი ცხვირის ვიზუალურად დასამოკლებლად დაიტანეთ მუქი ფერის ტონალური, ან პუდრი ცხვირის წვერსა და გვერდებზე. შუაში კი წაისვით თეთრი კონსილერი. შემდეგ მოახდინეთ ფერების დრაპირება. ცხვირის გვერდებზე მუქი ფერის ტონალურის დატანით შეძლებთ სქელი ცხვირის ვიზუალურად შევიწროებასაც.

ვარჯიშები ცხივირის დასაპატარავებლად ცხვირის დასამოკლებლად მოკიდეთ დიდი და საჩვენებელი თითი ცხვირის ძგიდეს და მოუჭირეთ. მეორე ხელის საჩვენებელი თითით აწიეთ ცხივირის წვერი. ზედა ტუჩი კი ქვევით დაქაჩეთ. ერთი წამის განმავლობაში იყავით ამ მდგომარეობაში, შემდეგ კი მოეშვით. გაიმეორეთ ვარჯიში ყოველ დღე, დღეში 40-ჯერ.

ვარჯიში ასიმეტრიული ცხვირის გასასწორებლად დაიკავეთ იგივე პოზიცია, რაც წინა ვარჯიშის შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ ახლა ცხვირი უნდა გადახაროთ ასიმეტრიული ნაწილის საწინააღმდეგო მხარეს. ეს ვარჯიშიც 40-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში ცხვირის შესავიწროვებლად დახარეთ თავი და გააღეთ პირი ისე, რომ ცხივირი დაიჭიმოს და შევიწროვდეს. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5-10 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ვარჯიში ყოველდღიურად 30-ჯერ.