როგორ შევინარჩუნოთ გლუვი კანი? პარსვის წესები - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ გლუვი კანი? პარსვის წესები

 

ზეითუნის ზეთი
პარსვამდე წინა საღამოს ზეითუნის ზეთი წაისვით - გვირჩევს დერმატოლოგი. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს იღლიის ზონაზე. პარსვის დროს კანი ნაკლებად ღიზიანდება, რბილდება და პარსვას აადვილებს.

 

დაიმუშავეთ კანი
კარგად დაიმუშავეთ კანი სანამ გაიპარსავთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრაბი ან სხვა საშუალება. რაც უფრო მეტ ჭუჭყს და აქერცლილ კანს მოიშორებთ, პარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი და სასიამოვნო გახდება.

 

სპირტი
გამორიცხეთ ნებისმიერი საპარსი გელები და კრემები, რომლებიც სპირტს შეიცავენ. ისინი აღიზიანებენ კანს.

 

დამამშვიდებელი კრემი
გამოიყენეთ პარსვის შემდგომ დამამშვიდებელი კრემი. სასარგებლოა მენთოლის ან ალოეს კრემი, რომელიც კანს სიწითლეს ააცილებს.

 

საპარსი საშუალებები
გამოიყენეთ მამაკაცის საპარსი საშუალებები. ისინი უფრო ბასრია და უხეშ თმას უფრო ადვილად უმკლავდება.

 

საპირისპირო მხარე
გაიპარსეთ თმის ზრდის საპირისპირო მხარეს. ასე გაცილებით ეფექტურად იპარსება.

 

საპარსი პირები
ხშირად შეცვალეთ საპარსი პირები. ეს ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის აუცილებელი ნაბიჯია. გარდა ამისა თავიდან აირიდებთ ბლაგვი საპარსით შექმნილ დისკომფორტს.

 

ცივი კომპრესი
პარსვის შემდგომ სიწითლის ან დისკომფორტის შემთხვევაში ცივი კომპრესები მკურნალობის შესანიშნავი საშუალებაა.