როგორ გავიხსნილოთ მარხვა? - rogor.ge

როგორ გავიხსნილოთ მარხვა?

 

სააღდგომო საკვები
ტრადიციული სააღდგომო სუფრის ნაწილია პასკა და კვერცხი. მარხვის დასრულების შემდეგ, მაშინვე ნუ დაიწყებთ მძიმე საკვებზე გადასვლას. სრულიად საკმარისია ტრადიციული სააღდგომო საკვების მიღება. ამგვარად ორგანიზმს სტრესს აარიდებთ.

 

რძის ნაწარმი
მარხვის დასრულების მომდევნო კვირაშიც ნუ მიეტანებით ხორცს. სჯობს ორგანიზმი ნელ-ნელა შეაჩვიოთ კვების ახალ რეჟიმს. დაიწყეთ რძის პროდუქტით. მიიღეთ ხაჭო, ყველი, რძე, ნადუღი და მაწონი.

 

ალკოჰოლი
მცირე რაოდენობით ნატურალური ღვინის მიღება ისედაც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ღვინის დალევა მარხვის დასრულებიდანვე შეგიძლიათ. თუმცა ნუ გადააჭარბებთ და დაიცავით ზომიერება.

 

ხორცის ნაწარმი
პირველი კვირის მეორე ნახევრიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ხორცის მიღება. თუმცა დაიწყეთ მცირე რაოდენობით უცხიმო ხორცით, როგორიცაა ქათმის მკერდი, უცხიმო ლორი და საქონლის ხორცი.

 

ბოსტნეული
ნუ დაივიწყებთ ბოსტნეულსაც. მიიღეთ მანამდე აკრძალულ პროდუქტთან ერთად ხილი და ბოსტნეული. ის საკვების მონელებას შეუწყობს ხელს და დაიცავს ორგანიზმს ზედმეტი დატვირთვისგან.