როგორ გამოვაცხოთ პასკა? - rogor.ge

როგორ გამოვაცხოთ პასკა?

 

მოვამზადოთ სეროფი
0,5 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილისგან და 1 ჩ/ჭ წყლისგან გავაკეთოთ სეროფი. ჩავყაროთ გარჩეული და კარგად გარეცხილი ქიშმიში (300გრ) და ვადუღოთ 5 წთ. მოდუღების შემდეგ ქიშმიში საწურზე დავაწყოთ, სეროფი კი შევინახოთ.

 

ცომის პირველი ნაწილი
ღრმა ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი თბილი რძე, 1 ჩ/ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 50 გრ საფუარი (საფუარი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა რძეში) და ხელით კარგად გავადნოთ, ისე რომ საფუარის ბურთულები დაიშალოს. უნდა იყოს არაჟანის სისქის. დავაფაროთ პოლიეთილენი, დავდგათ თბილ ადგილზე და ვაცალოთ ამოსვლა (დაახლოებით 20 წთ დასჭირდება).

 

ცომის მეორე ნაწილი
ამასობაში მოვზილოთ ცომი. წინასწარ კვერცხის ცილები უნდა შევდგათ საყინულეში, ოღონდ არ გავყინოთ. 10 კვ. გულითა და 0,5 კგ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ცილა. თქვების დაწყებისას დავამატოთ 1 პატარა კოვზის პირი ლიმონის მჟავა ან მარილი და ვთქვიფოთ სანამ ღრუბელს არ მივიღებთ. დავუმატოთ 500 გრ. შაქარი და გოგლი-მოგლი. გავაგრძელოთ თქვეფა. შევურიოთ წინასწარ სითბოში გამდნარი 2 შეკვრა მარგარინი, 150 გრ კარაქი, 200 გრ ზეთი, საფუარიანი ცომი (თავიდან რომ მოვამზადეთ) და ხელით სათუთად ვურიოთ. დავუმატოთ 4 ც. ვანილი და ქიშმიში (300 გრ. სეროფში რომ მოვამზადეთ). პარალელურად ვურევთ. დავუმატოთ 1 ს/კ მუსკატის კაკალი, 1 ს/კ ილი, 1 ს/კ ლიმონის ცედრა. ფქვილი გავცრათ იმდენი, რომ ფაფუკი ცომი გამოვიდეს. დაახლოებით 2-2,5 კგ. ეს მასალა დავდოთ თბილად და როცა ამოვა, ჩავზილოთ.

 

გადავანაწილოთ ცომი
ცომი გადავანაწილოთ საცხობ ფორმებში, თითო ფორმაში მოათავსეთ იმდენი ცომი, რომ ფორმის მოცულობის 50 პროცენტზე ოდნავ მეტი შეავსოს. დავაცადოთ ფორმაში აფუება, ზემოდან მოვუსვათ სეროფი (რომელიც თავიდან მოვადუღეთ) და კვერცხის გული.

 

გამოვაცხოთ
შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 150 გრადუსზე. კარგად რომ ამოვა, ოდნავ დავუწიოთ ტემპერატურას. ბოლოს ხის ჩხირით გავსინჯოთ. თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვა, პასკა მზად არის! გამომცხვარ პასკას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.