როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული? - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული?

 

თავი წარმოიდგინეთ მის ადგილას
მაქსიმალურად შეეცადეთ თქვენი პარტნიორის ადგილას წარმოიდგინოთ თავი. შესაძლოა, მასაც სტკივა თავი, დაღლილია, უბრალოდ მშიერია და გაღიზიანებული. თუ ასე მოიქცევით, თანაგრძნობის გრძნობა გაგიჩნდებათ და კამათიც ნაკლებად მოგივათ.

 

სიურპრიზები
შეეცადეთ ხშირად გაუკეთოთ პატარა სიურპრიზები: მოუმზადეთ სადილი, რომელიც უყვარს, აანთეთ სააბაზანოში სურნელოვანი სანთლები, მოუმზადეთ დილით ყავა. ურთიერთობა ხომ წვრილმანებისგან შედგება.

 

იყავით გულწრფელი
ნუ დაფარავთ სურვილებს და უკმაყოფილებას. მთავარია, ეს ტაქტიანად გააკეთოთ და არც გულში დაიტოვოთ. აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენმა პარტნიორმა, რა მოგწონთ და რა არა. აგრეთვე, თავადაც ჰკითხეთ აზრი ყველაფერზე. მთავარია, რომ იფიქროს რომ მისი სურვილები თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.

 

ხშირად შეაქეთ
ადამიანებს უყვართ, როცა მასში რაღაც დადებითს ხედავენ. შეგიძლიათ შეაქოთ ყველაფერზე, თუნდაც, როგორ კარგად გამოცვალა ნათურა, ან გემრიელი ყავა მოამზადა. ამით მას სტიმულს მისცემს რომ უფრო მეტი კომფორტი შეგიქმნათ და მეტად გაგანებივროთ.