როგორ მოვემზადოთ სახლიდან გადასვლისთვის? - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ სახლიდან გადასვლისთვის?

 

ბლოკნოტი
შეიძინეთ ბლოკნოტი, რომელშიც ჩაწერთ ყველა იმ ნაბიჯს და გასაკეთებელი საქმეების, გადასატანი ნივთების სიას, რომელიც სახლიდან გადასვლისთვის გჭირდებათ. ასე გაგიადვილდებათ საქმის მენეჯმენტი.

 

მუყაოს ყუთები
მოიმარაგეთ მუყაოს ყუთები, რათა მასში ჩაალაგოთ ყველა გადასატანი წვრილმანი ნივთი. ასეთი ყუთების მოპოვებას პროდუქტების მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში შეძლებთ. იქონიეთ სკოჩიც, ჩალაგებული ყუთების დასალუქად.

 

ქაღალდები და გაზეთები
ქაღალდები და გაზეთები მსხვრევადი ნივთების გასახვევად გჭირდებათ. ამიტომ წინასწარ მოიმარაგეთ.

 

მარკერი
შეიძინეთ სხვადასხვა ფერის მარკერი. ამგვარად შეძლებთ ყველა ყუთის კატეგორიებად დაყოფას და მათი ამოლაგებისას ადვილად მიხვდებით სად რა გილაგიათ.

 

ტრანსპორტირება
წინასწარ იფიქრეთ ტრანსპორტირებაზე და განსაზღვრეთ იმ ნივთების სია, რის გადატანასაც გეგმავთ. ამგვარად ზედმეტი ნივთებისგან თავიდანვე გათავისუფლდებით და ტრანსპორტირებისთვისაც გეცოდინებათ რამდენი და რა ტევადობის მანქანა გჭირდებათ.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ყუთი
ერთ ყუთში მოათავსეთ ყველაფერი ის, რაც დაგჭირდებათ გადასვლიდან პირველი საათებისა და დღის განმავლობაში მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებთ.

 

გადასვლის შემდეგ
მას შემდეგ, რაც ახალ ბინაში აღმოჩნდებით, ნუ იჩქარებთ ტრანსპორტის მძღოლთან და დამხმარეებთან დამშვიდობებას. მანამდე ყველაფერი გადაამოწმეთ. შეამოწმეთ ადგილზეა თუ არა ყველა თქვენი ნივთი და ხომ არ არის რაიმე დაზიანებული.