კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ჩაქაფული?

ავტორი: მაკი მაკ

გაზაფხული ჩაქაფულის მომზადების დროა. ქართული სამზარეულოს ამ მარგალიტის შესაქმნელად ახალთახალი ხორცი, მწვანილები და ალუჩა გვჭირდება, რომელსაც ბაზარში უკვე ადვილად ვიშოვით. აქ კი უგემრიელესი და არომატული ჩაქაფულის რეცეპტს გაგიზიარებთ. მიირთვით გემრიელად!

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 1 კგ ბატკნის ხორცი
  • 150 გრ ტარხუნა
  • 100 გრ ქინძი
  • 100 გრ მწვანე ხახვი
  • 50 გ ნიორი
  • წიწაკა,მარილი-გემოვნებით
  • 100 გრ ტყემალი ან ალუჩა
  • 1 ლ ღვინო

საფეხურები

  1. 1 მოამზადეთ ინგრედიენტები



    გარეცხეთ ხორცი, დაჭერით პატარა ნაჭრებად. მწვანილი და მწვანე ხახვი დაჭერით მსხვილად. ნიორი გაფცქვენით და დაკეპეთ.
  2. 2 ჩაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად



    ქვაბის ძირში ჩააწყვეთ ცოტაოდენი დაჭრილი ხორცი, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი და ნიორი. შემდეგ- ისევ ხორცი და ასე, ფენა-ფენა. ერთმანეთის მონაცვლეობით ჩაყარეთ ხორცი და საკმაზები. ყოველ ფენას მოაყარეთ წიწაკა და მარილი-გემოვნებით.
  3. 3 ტყემალი ან ალუჩა



    სულ ბოლოს მოაყარეთ ტყემლის მარცვლები. შეგიძლიათ ახალი ტყემლის მაგიერ, გამოიყენოთ დაკონსერვებული.
  4. 4 ღვინო



    მოასხით იმდენი ღვინო, რომ ხორცს არ ფარავდეს და დადგით მოსახარშად ნელ ცეცხლზე. კერძი მზად იქნება,როცა ხორცი მოიხარშება.