როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის) - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის)

სოკოვანი დაავადების სიმტომები კაცებში კაცებში სოკოვანი დაავადების სიმპტომებია: სიწითლე; შეშუპება; ტკივილი შეხებისას; წვის შეგრძნება; ქავილი; უსიამოვნო სუნი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მაინც გაწუხებთ, უროლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. ექიმი განსაზღვრავს თქვენს დიაგნოზს, დაადგენს დაავადების მიზეზებს და მკურნალობის სწორ კურსს დანიშნავს. სწორედ ამიტომაა დაუშვებელი თვითმკურნალობა, რომელიც ხშირად უარყოფით შედეგებს იწვევს. დიაგნოზის დასმა ლაბორატორიული კვლევებით ხდება.

სოკოვანი დაავადების განვითარების მიზეზები: სოკოვანი დაავადების განვითარებას მამაკაცში იწვევს: იმუნური სისტემის შესუსტება; ჰიგიენის წესების დაუცველობა; სისხლში შაქრის დონის ზრდა; დიაბეტი; ვიტამინების ნაკლებობა; ანტიბიოტიკების მიღება; ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; ქრონიკული სტრესი.

სოკოვანი დაავადების განვითარების ფორმები. თუ სოკოვან დაავადებას დროულად არ უმკურნალებთ, მან შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი დაავადებები: ურეთრიტი; პროსტატიტი; პიელონეფრიტი; ცისტიტი; ერექციული დისფუნქცია; უშვილობა.

მკურნალობა მკურნალობის კურსი დაავადების გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. გააჩნია დაავადების ფორმას და სიმძიმეს. მკურნალობის კურსის შემდეგ აუცილებელია რომ აღდგეს ნაწლავის ფლორა და იმუნური სისტემა გაძლიერდეს. სოკოვანი კანდიდოზის მკურნალობისას უნდა აღმოიფხვრას ის ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. წყვილის ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის კურსი ქალმაც და მამაკაცმაც ერთდროულად უნდა გაიარონ.