საოჯახო საქმე

რჩევები

როგორ ამოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ლაქა ტანსაცმლიდან?

როგორ ამოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ლაქა ტანსაცმლიდან?

ავტორი: მაკი მაკ

ტანსაცმელზე ლაქები ყველა დიასახლისის მუდმივი თავის ტკივილია. ღვინის, კოსმეტიკის, ცხიმის... სხვადასხვა სირთულის ლაქები არსებობს და ჩვენც მას შემდეგ რაც ქიმიური საშუალებების მოქმედებას ამოვწურავთ, ერთმანეთს ვეკითხებით, როგორ ვუშველოთ ჩვენს საყვარელ ტანსაცმელს, რომლიდანაც ვეღარა და ვეღარ ამოგვყავს ჭუჭყის კვალი. იმისთვის, რომ საქმე გაიმარტივოთ, იხელმძღვანელეთ ჩვენი ინსტრუქციით და კარგად შეინახეთ, რათა ყველა საჭირო მომენტში, ზედმეტი კვლევა-ძიების გარეშე, ადვილად გაუმკლავდეთ პრობლემას.

 

საფეხურები

  1. 1 ღვინის ლაქა



    პირველი: მოათავსეთ დალაქავებული ნივთი ცხელ რძეში, ან შრატში 30 წუთით, შემდეგ გარეცხეთ საპნით.
    მეორე: წაუსვით ლაქას პერეკისი (1ჩ.კ. პერეკისი ნახევარ ჭიქა წყალზე) და გარეცხეთ ცივი წყლით. ეს მეთოდი მხოლოდ თეთრ ქსოვილზე გამოიყენეთ.
    მესამე: მოაყარეთ მშრალ ქსოვილს სველი მარილი და 30 წუთის შემდეგ გარეცხეთ ცხელ საპნიან წყალში.
  2. 2 პომადის ლაქა



    თეთრი ქსოვილი დაამუშავეთ პერეკისით და გაავლეთ საპნიან წყალში, სანამ ლაქა არ გაქრება. თუ ქსოვილი ფერადია, გამოიყენეთ სკიპიდარი ან ეფირი. თუ ეს მეთოდი არ უშველის, დაადეთ ქსოვილის ორივე მხარეს ხელსაწმენტი, მოაყარეთ მას ცოტა ტალკი და გააუთოვეთ საშუალო ტემპერატურაზე.
  3. 3 ცხიმის ლაქა



    ცხიმის ლაქა შეგიძლიათ ამოიყვანოთ ბენზინით, სკიპიდარით, ან აცეტონით. წაუსვით ლაქას ბენზინი, დააფარეთ ხელსაწმენდი და გააუთოვეთ თბილი უთოთი. თუ ქსოვილი არ ირეცხენა, ამოუდეთ მას თეთრი სუფთა ქსოვილი, კარგად გააცხელეთ კარტოფილის ფქვილი და მოაყარეთ ლაქას. 30 წუთის შემდეგ მოაცილეთ ფქვილი. გაიმეორეთ პროცედურა ლაქის ამოყვანამდე.
  4. 4 ტონალური კრემის ლაქა



    თუ ტონალური კრემით სინთეტიკური ქსოვილი დაგესვარათ, ჩააგდეთ ის ცხელ, ლაქების ამომყვან საშუალება გარეულ წყალში, გააჩერეთ 5-6 საათი და გარეცხეთ. ბამბის და შალის ქსოვილი სხვანაირად ირეცხება. ასეთ შემთხვევაში ლაქას წაუსვით ამომყვანი ქიმიური საშუალება, გააჩერეთ 15 წუთი, გაავლეთ და გარეცხეთ სარეცხი საპნით.
  5. 5 ოფლის ლაქა



    ოფლის ლაქა მარტივად ამოყავს ლიმნის წვენს. წაუსვით ლიმნის წვენი ქსოვილის ჭუჭყიან ნაწილს, გააჩერეთ 30 წუთით და გარეცხეთ.