
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ქამა სოკო 8 ცალი
- ყველი 80 გრ.
- კამა 5 გრ.
- კვერცხი 2 ცალი.
- საფანელი 60 გრ.
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ზეთი 200 მლლ.
- ნიორი 1 ან 2 კბილი.
საფეხურები
- 1 სოკო უნდა გარეცხოთ. შემდეგ დააცალკევეთ სოკოს ქუდები და ფეხები. სოკოს ფეხები დაჭერით რაც შეიძლება წვრილად და მოშუშეთ ნიორთან ერთად ზეთში.
- 2 თუ ზეთი მოგივიდათ ზედმეტი, აუცილებლად გადაწურეთ ის.
- 3 მოშუშული სოკო გააცივეთ, გადაურიეთ გახეხილი ყველი, პილპილი, მარილი და დაჭრილი კამა.
- 4 მიღებული მასა მოათავსეთ სოკოს ქუდებში და კარგად ჩატკეპნეთ.
- 5 დატენილი სოკოს ქუდები ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში და შემდგომ საფანელში. ამოვლებული სოკო მოათავსეთ მაცივარში 15-20 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ამოვლების პროცედურა( კვერცხი-საფანელი).
- 6 სოკო შეწვით გაცხელებულ ზეთში. ზეთის ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალი, რადგან სოკო მომზადდეს შიგნიდან.