როგორ გამოვიწეროთ ტანსაცმელი? - rogor.ge

როგორ გამოვიწეროთ ტანსაცმელი?

ვრეგისტრირდებით საიტზე ვავსებთ სტანდარტულ სარეგისტრაციო ფორმას და შეგვყავს ჩვენი პირადი მონაცემები. მისამართის გრაფაში ვუთითებთ ან გადამზიდი კომპანიის მისამართს, ან საკუთარს, იმის მიხედვით თუ როგორ გვსურს ნივთის მიღება.

ვირჩევთ კატეგორიას გამოწერის საიტები ჩვენთვის სასურველი ნივთების ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობენ. თუ ვირჩევთ მაგალითად კაბას, შევდივართ შესაბამის კატეგორიაში და ვეცნობით პროდუქციას.

ვირჩევთ სასურველ ნივთს ვირჩევთ სასურველ ნივთს მოცემული პროდუქციიდან.

ვუთითებთ მონაცემებს ვუთითებთ ჩვენთვის სასურველ ფერს და ზომას მითითებულ გრაფაში

გადაგვაქვს კალათაში ყველა საჭირო პარამეტრის მითითების შემდეგ ვაკეთებთ chek out–ს, ვუთითებთ ჩვენი ანგარიშის ნომერს და ჩვენი ანგარიშიდან ნივთის ღირებულების თანხა იჭრება.

ნივთის მიღება ნივთის ადგილზე ჩამოტანის ხანგძლივობა სხვადასხვაა. ორი კვირიდან ერთ თვემდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, იღებთ შეტყობინებას თქვენი ნივთის ჩამოსვლის შესახებ. მიდიხართ გადამზიდ კომპანიაში, იხდით მისი ტრანსპორტირების საფასურს და მოგაქვთ თქვენი კუთვნილი ნივთი. სპორტული ტანისამოსისა და სავარჯიშო ელასტიკების შეძენა. ასევე სპორტული აქსესუარები, სავარჯიშო კომპლექტი, კომბინიზონი და push-up (ფუშ აფ) ელასტიკი