როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობარი? - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობარი?

 

საკმარისი დრო
დაფიქრდით გამოყოფილი აქვს თუ არა თქვენს მეგობარს თქვენთვის საკმარისი დრო და გისმენთ თუ არა. თუ თქვენ მზად ხართ იყოთ მუდმივად მის გვერდით და უსმინოთ, ის კი ამას არ აკეთებს თქვენთან მიმართებაში, ე.ი. ეს ადამიანი არ არის თქვენი მეგობარი. მისი ასეთი ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ მას მხოლოდ საკუთარ თავზე სურს საუბარი და ნაკლებად ადარდებთ თქვენ.

 

როდის არის თქვენს გვერდით?
დაფიქრდით, როდის არის თქვენი მეგობარი თქვენს გვერდით. მხოლოდ მაშინ ხო არა, როცა მას თქვენგან რაღაც სჭირდება? ხომ არ ხდება უფრო ყურადღებიანი ამ დროს და ზურგს ხომ არ გაქცევთ, როცა არაფერი სჭირდება? თუ ეს ასეა, მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ის თამაშობს თქვენი მეგობრის როლს, რადგან თქვენ მისთვის სარგებელი მოგაქვთ, ისე კი არ აინტერესებთ.

 

თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები
ყალბი მეგობარი სიამოვნებით გიამბობთ, რა საჩუქრები მიიღო დაბადების დღეზე ან როგორ ბედნიერად აღნიშნა ქორწინების წლის თავი. მაგრამ როგორც კი თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები ახლოვდება, თქვენი მეგობარი უკვალოდ ქრება, რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება და აცხადებს, რომ დაავიწყდა.

 

დაპირებები
გაიხსენეთ, რამდენად ხშირად არღვევს თქვენი მეგობარი თქვენთვის მოცემულ დაპირებებს. კინოში გეგმავდით წასვლას, მან კი ბოლო წუთს დაგირეკათ და გეუბნებათ, რომ ვერ ახერხებს მოსვლას. ასეთ შემთხვევაში ცხადია, რომ ის უბრალოდ ბოროტად იყენებს თქვენთან ურთიერთობას და სინამდვილეში თქვენი მეგობარი არ არის.

 

მხარში გიდგათ, თუ გამცირებთ?
დაფიქრდით, როგორია თქვენი ურთიერთობა. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მხარში გიდგათ და არ გამცირებთ.

 

უხეშია და დაგცინით.
ესაც ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ ის თქვენი მეგობარი არ არის. დაფიქრდით, თუ ის გეუხეშებათ და დაგცინით, ეს ნამდვილად არ მიუთითებს მეგობრობაზე.

 

უხარია თქვენი წარმატებები?
ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გახარებულია თქვენი მიღწევებით, ყალბი მეგობარი კი შურიანია, თქვენს წარმატებებს უყურადღებოდ ატარებს ან მიგითითებთ, რომ მიღწეულში სასიხარულო არაფერია. წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ნამდვილი მეგობარი მარცხს თქვენთან ერთად განიცდის და გგულშემტკივრობთ.

 

პატივისცემა
პატივისცემა ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამის გარეშე ნამდვილად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი ურთიერთობა ყალბია.