როგორ მოვიქცეთ თუ შენობა უნებართვოდ არის აშენებული? - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თუ შენობა უნებართვოდ არის აშენებული?

 

მიმართეთ მერიას
მიმართეთ ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. თუ შენობა უნებართვოდ არის აშენებული ან გადაკეთებული, მერიის ზედამხედველობის სამსახური დარღვევას შეისწავლის და კანონდამრღვევს დააჯარიმებს.

 

ექსპერტიზა
თუ შენობა არასწორად არის გადაკეთებული, რის გამოც სამეზობლოს ზიანი ადგება, მიმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზა დაადგენს გადგებათ თუ არა ზიანი კონკრეტული კანონდარღვევისგან. ეს პირველი ნაბიჯია სასამართლომდე.

 

საქალაქო სასამართლო
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქმე გადადის საქალაქო სასამართლოში და მიმდინარეობს დავა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.