როგორ გავრეცხოთ შავი ჯინსი? - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ შავი ჯინსი?

 

არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.
გარეცხეთ ჯინსი ხელით. ჩაალბეთ შარვალი ცივ წყალში და ნაზად, სარეცხი საპნით გარეცხეთ. გასაშრობად ისე დაკიდეთ, რომ ძალიან არ გაწუროთ.

 

ამოატრიალეთ
გასაშრობად გაკიდვამდე, ჯინსი ამოატრიალეთ. ასე შარვალს მზის სხივებზე გახუნებისგან დაიცავთ.

 

გაყინეთ
ჯინსის ხშირი რეცხვა საერთოდ არ არის რეკომენდირებული. ამიტომ თუ შარვალი ძალიან გასარეცხი არ არის, ჩადეთ ის პლასტმასის პარკში და 12 საათის მანძილზე შეინახეთ საყინულეში. ეს ხერხი შარვალს უსიამოვნო სუნს მოაცილებს.

 

გააუთოვეთ
შარვლისთვის იერის შესანარჩუნებლად კარგი ხერხია უთოც. აქაც იმავე პრინციპს ვიცავთ, რომ მისი ხშირი რეცხვა რეკომენდირებული არაა. ამიტომ თუ თქვენი შარვალი ოდნავ შელახულია, დანამეთ და გააუთოვეთ.

 

თუ მაინც სარეცხ მანქანაში რეცხავთ...
თუ შარვლის ხელით რეცხვა მაინც გეზარებათ, მოათავსეთ შარვალი სარეცხ მანქანაში და მიუთითეთ ცივი წყლით, დელიკატური რეცხვის ფუნქცია.