ტექნიკა და უახლესი ტექნოლოგიები

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

"ოთახიდან რომ გამოხვალ, სინათლე ჩააქრე!" ამას ბევრი ჩვენგანი ამბობს და ასრულებს, გვგონია, რომ ამით ელექტროენერგიას ვზოგავთ და ეს ასეც არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თურმე ჩვენი ჩვევების ან უყურადღებობის გამო, ყოველთვიურად, კომუნალურ გადასახადს ბევრად მეტს ვიხდით, ამიტომ თუ თანხის დაზოგვა და მეტი ეკონომია გვსურს, ქვემოთ მოცემული რჩვები უნდა გავითვალისწინოთ.

 

საფეხურები

  1. 1 ტელეფონის დამტენი



    როგორც კი ტელეფონს 100 % დატენით, დასატენი მაშინვე გამოიღეთ შესაერთებლიდან, რადგან მასში დატოვებული დამტენი კვლავ აგრძელებს ელექტროებერგიის მოხმარებას.
  2. 2 ტელევიზორი



    უმეტესი ჩვენგანი ტელევიზორს პულტის საშუალებით თიშავს და ფიქრობს, რომ ეს საკმარისია ელექტროენერგიის ეკონომიისთვის. სინამშვილეში ტელევიზორი კვლავ ჩართულია. მართალია ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მაგრამ მას გარკვეული რაოდენობით მაინც ხარჯავს, ამიტომ გამოაერთეთ.
  3. 3 ნათურები



    ჩვეულებრივი, ვარვარის ძაფიანი ნათურის მაგივრად გამოიყენეთ ლედ ნათურა. მართალია მისი ფასი გაცილებით მეტია, მაგრამ იმდენ ელექტროენერგიას ზოგავს, რომ ეკონომია ბევრად მეტია.
  4. 4 მაცივარი



    ყველა მაცივარს აქვს მითითებული ინსტრუქციაში, რომ კედლიდან 10–15 სანტიმეტრის მოშორებით უნდა დადგათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ინსტრუქციაც.
  5. 5 ელექტროგამათბობელი



    თუ ელექტროგამათბობელი მაქსიმუმ ტემპერატურაზე გვაქვს დაყენებული, სიცხის შემთხვევაში კი ფანჯარას ვაღებთ, ტექნიკა მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს. ამიტომ სჯობს მიუთითოთ საშუალო ტემპერატურა, ფანჯარა კი არ გამოაღოთ.
  6. 6 სარეცხი მანქანა



    სარეცხმა მანქანამ მუშაობა დაასრულა, მაგრამ მას მაინც არ ვთიშავთ შემაერთებლიდან. ნებისმიერი ტექნიკა ბოლომდე უნდა გათიშოთ, როდესაც ის მუშაობას დაასრულებს, რადგან მცირე რაონეობით მის მოხმარებას მაინც განაგრძობს.
  7. 7 ეკონომ ტექნიკა



    ბაზარზე უკვე ბევრია ისეთი ტექნიკა, რომელიც ელექტრონერგიის ეკონიმიას აკეთებს და ეს მითითებულიც აქვს. უპირატესობა ასეთი ტექნიკას მიანიჭეთ. ყურაქდღება მაიქციეთ ნიშანს A+++.