ფოთოლი და მისი გამოვლინებები - rogor.ge

ფოთოლი და მისი გამოვლინებები

 

მცენარე როგორც ვიცით ფესვიდან წყალს იწოვს და ღეროს საშუალებით ფოთოლს მიეწოდება. ფოთოლში კი მზის ენერგიის ხარჯზე მიმდინარეობს ფოტოსინთეზი, რომლის დროსაც მცენარის ფოთლიდან ორთქლდება წყალი. მცენარის ფოთოლი რაც უფრო დიდია მით უფრო დიდი რაოდენობის წყალი ორთქლდება, ამიტომ ტენიან ადგილებში გავრცელებულია ფართოფოთლოვანი მცენარეები, რადგან დიდი რაოდენობით წყალი აორთქლდეს.

 

უდაბნოს მცენარეებს ფოთლის სხვანაირი გამოვლინება აქვთ. მაგალითად კაქტუსს ეკლები აქვს, რადგან მცირე რაოდენობის წყალი აორთქლდეს. ეს მას ეხმარება თითქმის გამომშრალ ნიადაგში არსებობაში. ასევე არანაკლებ ცნობილია ისეთი მცენარეები რომლებსაც მსგავსი მიზეზის გამო ფოთლის სხვა გამოვლინება აქვთ. მაგალითად ნაძვებს აქვთ წიწვი, აკაციას აქვს ეკლები და ა . შ.

 

მცენარეს როგორც ყოველთვის მარადმწვანე მცენარის გარდა ზამთარში ფოთლები ცვივათ. მცენარე ფესვებიდან ღეროს საშუალებით ფოთლებს აწვდის წყალს, მაგრამ ფოთოლი როცა ცვივდება მცენარე წყლისგან იცლება, რადგან არ გაიყინოს. ასევე არის მეორე მიზეზი თუ რატომ ცვივა მცენარეს ფოთოლი. ყველა ცოცხალ ორგანიზმს უგროვდება ორგანიზმში მავნე ნივთიერებები, რომელიც გარეთ გამოიდევნება. მცენარეებში ეს მავნე ნივთიერებები გროვდება ფოთლებში. სწორედ ამიტომ ყვითლდება ის. ხოლო შემოდგომაზე ეს მავნე ნივთიერებები მცენარეს ცილდება.

 

ის ფაქტი, რომ მცენარეებს სხვადასხვა გარემო პირობებში ფოთლის სხვადასხვანაირი გამოვლინება აქვთ ევოლუციაზე მეტყველებს. დროთა განმავლობაში იცვლება გარემო პირობები, ეს კი მცენარეებს მთელ რიგ შეგუებლობებს უვითარებს. მაშასადამე ევოლუციური თეორიის მიხედით ყველა მცენარე გადის ევოლუციას, მაგრამ ეს ისე ნელა ხდება, რომ მისი შემჩნევა შეუძლებელია.