როგორ გავარჩიოთ ნამდვილი აიფონი ყალბისგან? - rogor.ge

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი აიფონი ყალბისგან?

 

სერიული ნომერი
მთავარი პარამეტრების მენიუში აირჩიეთ "general"და გადადით განყოფილებაში "about". აქ იპოვით სერიულ ნომერს.

 

შეამოწმეთ ინტერნეტში
ინტერნეტში გადადით ბმულზე httpss://selfsolve.apple.com, სადაც შეძლებთ სერიული ნომრის შემოწმებას.

 

მოძებნეთ სერიული ნომერი
საჭირო ფანჯარაში შეიყვანეთ ნომერი. თუ ტელეფონი ჩინური არ არის, საიტი მოგაწვდით ინფორმაციას მოდელის შესახებ. ხოლო თუ საიტზე აინთო ფანჯარა, რომელზეც წერია, რომ სერიული ნომერი არასწორია, ჯობს ტელეფონი არ იყიდოთ.

 

iOS
ყალბი ტელეფონის ერთი შეხედვით ცნობა საკმაოდ რთულია,მაგრამ მაინც არსებობს განსხვავებები. მაგალითად ყალბ აიფონებში განყოფილებაში applications ხშირად მიუთითებენ no applications. ეს იმის მანიშნებელია, რომ ტელეფონი ყალბია. თუ ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა, შეამოწმეთ შემდეგი. შედით ძირითადი პარამეტრების უკვე ნაცნობ განყოფილებაში "about" და ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას მოდელის, ვერსიის და სერიული ნომრის შესახებ. ისინი უნდა გამოიყურებოდნენ ასე და არა სხვაგვარად.