როგორ შევინარჩუნოთ სახლში სისუფთავე?8 ნივთი, რომელიც ყოველდღიურად უნდა გავრეცხოთ - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ სახლში სისუფთავე?8 ნივთი, რომელიც ყოველდღიურად უნდა გავრეცხოთ

 

სამზარეულოს ხელსახოცები
სამზარეულოს ხელსახოცები ბაქტერიების ბუდეა. იგივე ეხება სააბაზანოს პატარა პირსახოცებსაც. ვინაიდან, მათ დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, სწრაფად ბინძურდება. ასე რომ, ყოველდღიურ რეცხვას საჭიროებს.

 

გასაღები
გასაღებების ზედაპირზე უამრავი რაოდენობის ბაქტერია გროვდება. ეს ნივთი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ანტისეპტიკური ხელსახოცებით ყოველდღე.

 

სააბაზანოს კაფელი
დაბინძურებული კაფელის გარეცხვას თავი რომ ავარიდოთ, უმჯობესია, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ გავრეცხოთ იგი. მშრალი კედლები ასევე ხელს შეუშლის სააბაზანოში ობის გაჩენას.

 

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
ეს გახლავთ ყველაზე ბინძური ნივთი სამზარეულოში. ღრუბლის გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი დეზინფიცირება: კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით.

 

ნიჟარა
თუ ფიქრობთ, რომ ხელის დაბანისას თქვენი ნიჟარაც ირეცხება - ცდებით, მის კედლებზე უამრავი ბაქტერია რჩება.

 

წყალში ჩამბალი ჭურჭელი
წყალში ჩამბალ ჭურჭელზე საჭმლის ნარჩენები კიდევ უფრო ართულებს რეცხვის პროცესს. უმჯობესია, ჭურჭელი ყოველი გამოყენების შემდეგ გაირეცხოს.

 

ყავის მადუღარა
ყავის მადუღარა ბაქტერიებისა და ობის ბუდეა,. ამიტომ ისიც ყოველდღე უნდა გაირეცხოს.

 

საჭრელი დაფა
ხის საჭრელი დაფა, რომელშიც სოკოები და მიკრობები ბუდობს, გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთით უნდა ჩაალბოთ წყლისა და ძმრის ხსნარში (1:1).

 

მაკიაჟის ფუნჯები
თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთსა და იმავე ფუნჯს იყენებთ, იგი შესაძლოა ბაქტერიების ბუდე გახდეს, რომელსაც შემდეგ სახეზე ისვამთ. ამიტომ ყოველი გამოყენების შემდეგ თბილ საპნიან წყალში უნდა გარეცხოთ.